სიღარიბე არ უნდა ჩანდეს - ივანიშვილის სამეზობლოდან ხალხის გასახლება დაიწყეს

19.11.22 21:45
სიღარიბე არ უნდა ჩანდეს - ივანიშვილის სამეზობლოდან ხალხის გასახლება დაიწყეს

ბიძინა ივანიშვილმა მის გარშემო სიღარიბის კვალის წაშლა დაიწყო - "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ოლიგარქმა, აბასთუმანში, მისი ფეშენებელური სასტუმროს მიმდებარე ტეროტორიიდან ძირძველი მოსახლეების გასახლება და მათთვის კუთვნილი მიწის ნაკვეთების ჩამორთმევა დაიწყო. 

ირკვევა, რომ მესამე პირების მეშვეობით, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა აბასთუმანში ჯამში 20 ტერიტორია გამოისყიდეს. 

გამოსყიდვა მოხდა როგორც სახელმწიფოსგან, ასევე კერძო მოსახლეობისგან. ადგილობრივები "შაბათის ეთერს" ეუბნებიან, რომ მათ მამა-პაპისეული მიწები უბრალოდ წაართვეს, უთხრეს, რომ საკუთრება მათ არ ეკუთვნით და სახელმწიფომ ის აუქციონზე გაიტანა. საბოლოო ჯამში კი ტერიტორიები ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების ხელში აღმოჩნდა. 

ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში "შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა ისც რომ ქართველმა ოლიგარქმა პრაქტიკულად მთელი აბასთუმნის ცენტრალური ნაწილი შეიძინა. 

გარიგებებს შორის არის ისეთი ქეისებიც, სადაც მინიმალური შემოსავლის მქონე პენსიონერს ნახევარი მილიონის ღირებულების მიწის ნაკვეთი აუქციონზე შეაძენინეს.

საჯარო რეესტრიდან მოპოვებულ, ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ 67 წლის პენსიონერმა, მარინა კბილაშვილმა, 2021 წლის 23 სექტემბერს, პენსიონერმა კბილაშვილმა, სახელმწიფოსგან, 5684 კვადრატული მეტრი მიწა, 568 400 ლარად შეიძინა. ნახევარ მილიოზე მეტის გადახდის გარდა, სოფელ აბასთუმანში მცხოვრებმა ქალმა, 5 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებაც აიღო.

გარდა ამისა, ოფიციალური ინფორმაციით, ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპოანიებმა 46 144 კვადრატული მიწის ნაკვეთი მიიღო, აქიდან 23 434 კვადრატული მეტრი მიიღოი უკონკურენტოდ.

სისტემა ასე მუშაობს: სახელმწიფოს აუქციონზე გამოაქვს ხალხის კუთვნილი ქონება, პირობებში კი ისეთ ჩანაწერებს აკეთებენ, რომლის დაკმაყოფილება უბრალო მოქალაქეს ხშირ შემთხვევაში არ შეუძლია. მას შემდეგ კი რაც ეს ქონება კონკრეტული კომპანიების ხელში გადადის, მთავრობა ამ ვალდებულებებს აუქმებს და პირობები ჰაერში გამოკიდებული რჩება. 

 

მსგავსი სიახლეები