ამ პარლამენტს ერთადერთი ფუნქცია აქვს- მოამზადოს ქვეყანა არჩევნებისთვის - ზურაბ ჯაფარიძე

27.04.21 14:56
ამ პარლამენტს ერთადერთი ფუნქცია აქვს- მოამზადოს ქვეყანა არჩევნებისთვის - ზურაბ ჯაფარიძე

ამ პარლამენტს აქვს ერთადერთი, დროებითი ფუნქცია: შეასრულოს შეთანხმების პირობები და ქვეყანა მოამზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის - განაცხადა დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან ,,გირჩი-მეტი თავისუფლება"-ს ლიდერმა. ზურაბ ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ აღნიშნული მისიის შესრულების შემდეგ პარლამენტის ფუნქცია იწურება.

 ამ პარლამენტს აქვს ერთადერთი, დროებითი ფუნქცია: შეასრულოს შეთანხმების პირობები და ქვეყანა მოამზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის, რადგან ეს არჩევნები, გვინდა/არ გვინდა და მოგვწონს თუ არ მოგვწონს, იქცა რეფერენდუმად. ამის გაკეთების შემდეგ ამ პარლამენტის ფუნქცია ამოიწურება და  იმ რეფერენდუმზე უნდა გაირკვეს, ვის ექნება ახალი ლეგიტიმაცია და ამ ახალი ლეგიტიმაციით ნამდვილი რეფორმები გაატაროს ქვეყანაში. 
სხვა ნებისმიერი გზა იქნება სიყალბე და ფანტასტიური დემოკრატიის თამაში - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

დღეს 6 თვიანი ბოიკოტი ამოიწურა და ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტში შევიდა, მათ შორის, ,,გირჩი-მეტი თავისუფლებაც". 

მსგავსი სიახლეები