როგორ ყიდულობდა ივანიშვილის გუნდი ამომრჩეველთა ხმებს საბითუმო ფასში - "ოცნებას" ყოფილი შეფი სისტემას ამხელს

20.11.22 01:02
როგორ ყიდულობდა ივანიშვილის გუნდი ამომრჩეველთა ხმებს საბითუმო ფასში - "ოცნებას" ყოფილი შეფი სისტემას ამხელს

როგორ აბრუნებენ შავ ფულს მმართველ პარტიაში? - "ქართული ოცნების" ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი დასაყრდენი, ქვეყნიდან, საფრანგეთში ოჯახთან ერთად წავიდა და სისტემას "შაბათის ეთერთან" ამხელს. 

რუსთავის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ონიანი, რომელიც 2012 წლიდან  "ქართული ოცნების" გულმხურვალე მხარდამჭერი იყო და ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაფუძნების დღიდან გაწევრიანდა, "შაბათის ეთერს" უყვება, რომ ყველა იმ უკანონო დავალების შესახებ იცის, რომელსაც მმართველი პარტიის ბოსები თვითმმართველი ქალაქების ხელმძღვანელებს ავალებდნენ. 

ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ქვეყნიდან წასვლა ყოფილი თანაგუნდელების მუქარის გამო გადაწყვიტა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფიქრობს, რომ გისოსებს მიღმა აღმოჩნდებოდა. 

ლევან ონიანი "შაბათის ეთერთან" უფრო დიდ სკანდალს ხსნის ფარდას და ამბობს, რომ პირადად ითვლიდა, რამდენი შავი ფული იყო საჭირო რუსთავში არჩევნების მოსაგებად, შემდეგ პარტიის ბოსებს ხვდებოდა და ამომრჩეველთა მოსასყიდად ფული ჩანთებით მოჰქონდა. 

რეგიონალური ლიდერის თქმით, ფულის ნაწილი ე.წ. ავტორიტეტებთან მიდიოდა. ზოგიერთი ამომრჩევლის ხმას კი საჯარო სამსახურში დასაქმების დაპირების სანაცვლოდ ყიდულობდნენ. 

მისივე განცხადებით, წინასაარჩევნოდ პარტიის ლიდერები მათ ამომრჩეველთა შესახებ ამომწურავ ბაზებს აძლევდნენ და ისინიც ამომრჩეველთა სუსტი წერტილების დამუშავებას იწყებდნენ. ანალიზის შემდეგ, ზოგს ფულს, ზოგს სამსახურს ჰპირდებოდნენ, ზოგიერთი ამომრჩევლის ხმა კი მისი ზეწოლა-დაშიებით მიიღებოდა. 

2016 წელს შტაბის ხელმძღვანელი იყო კალაძე, 2017 იდან დღემდე კობახიძე, პარტიიდან მატთან შეანხმების გარეშე ფული არ გაიცემოდა. ალბათ, კობახიძე "ბორია ბიძიასთან" ათანხმებდა ყველაფერს"- აცხადებს ონიანი და დასძენს, რომ "ქართული ოცნება" ხმებს შუამავლებისგან "საბითუმო ბაზარზე" ყიდულობდა. 

ირკვევა, რომ ცალკე "პაკეტი" არსებობდა ბიზნესმენებისთვის, რომლებიც შავ ფულს უკანონო გადაწყვეტილებების შემდეგ, "ქართულ ოცნებას" უგროვებენ. 

როცა მე ვიყავი შტაბის  ხელმძღვანელი, მე მევალებოდა, დამეთვალა ხარჯები, რა დაჯდებოდა რუსთავში არჩევნები, შემდეგ უნდა მეცნობებინა ცენტრალური შტაბისთვის. გარკვეული დროის შემდეგ, ან მე, ან ნდობით აღჭურვილი კაცი თბილისში ჩადიოდა და ფული უკან, რუსთავში მოჰქონდა"- თქვა ყოფილმა ჩინოვნიკმა. 

"ქართული ოცების" სქემის მიხედვით, რეგიონებში ე.წ. უბნის ავტორიტეტებს უთანხმებდნენ, ვის რამდენი ხმის მოტანა შეეძლო პარტიისთვის, 100-200 ან 300 ხმაში, მმართველი გუნდი ფულს იხდიდა, ან შუამავლის ნათესაობას, მერიაში ასაქმებდა: 

ეს შავი ფული ხმარდებოდა იგივე ავტორიტეტებს, რომელებსაც ეს ფული ხარჯისთვის სჭირდებოდათ. ძალიან რომ არ გავართულოთ: "მოიყვან 500 კაცს, მე შენ მოგცემ 10 000 ლარს. ზოგიერთს ფული არ აუღია, თუმცა კონკრეტული ადამიანის დასაქმება მოითხოვა. საუბარია ძალიან ბევრ ფულზე... რესტორნები, ქეიფი, მოსყიდვა, კარტოფილი, ლობიო, წამლები...

მიდის ჩვეულებრივი ვაჭრობა, ბაზრობაზე გეგონებოდა თავი. რუსთავის აიპ-ები გადავსებულია არაკომპტენტური ხალხით. ასე მაგალითად, მე შემიძლია, 300 კაცი ოგიყვანო არჩევნებზე, შენ შეგიძლია, რძალი დამისაქმო და სხვა" - თქვა მან. 

კახი კალაძისა და ირაკლი კბახიძის წინააღმდეგ მიცემლ სატელევიზიო ჩვენებაში ლევან ონიანი ამტკიცებს, რომ ივანიშვილის, როორც ახლა მას "ბატონ ბორიას" ეძახის, ძალაუფლებას დიდი ფულის მეშვეობით ინარჩუნებს. 

მხილების სერია - ლევან ონიანის სკანდალური აღიარება, ნახეთ მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალურ რეპორტაჟში: 

 

მსგავსი სიახლეები