"ველოდებით ტოქსიკოლოგის განმარტებებს" - გიული ალასანია სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე

20.11.22 11:09
"ველოდებით ტოქსიკოლოგის განმარტებებს" - გიული ალასანია სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე

დედა გიული ალასანია ამბობს, რომ სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით უცხოელი ტოქსიკოლოგის განმარტებებს ელოდება. მესამე პრეზიდენტის დედას აინტერესებს როგორ მოხვდა ბრალდებული პაციენტის ორგანიზმში ვერცხლის წყალი, ტალიუმი და ბარიუმი. 

ლაპარაკია ვერცხლის წყალზე, ტალიუმზე და ბარიუმზე... რაც მე მახსოვს. ეს ადრე გაკეთდა ეს ანალიზი, როცა მოწვეული ამერიკელები ჩამოვიდნენ აქ და ჩათვალეს, რომ ტოქსიკოლოგიური ანალიზიც უნდა გაკეთდეს. ვნახოთ, ჩვენ ველოდებით ტოქსიკოლოგის განმარტებებს. ინტეპრეტაცია უნდა იყოს, კი, ბატონო, არის აქ მძიმე მეტალები, მაგრამ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ორშაბათს, იქ რომ იქნება ორშაბათი,  იმ დროს ჩვენთან რაღაცა უნდა მივიღოთ, - ამბობს გიული ალასანია.

მიხეილ სააკაშილის ოჯახი ეჭვობს, რომ მესამე პრეზიდენტი მოწამლეს. ცნობილია იმ მომწამვლელი ნივთიერების დასახელებებიც, რაც მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ექსპერტებმა აღმოაჩინეს. საუბარია ვრცეხლის წყალზე, ტალიუმსა და ბარიუმზე.

მსგავსი სიახლეები