მეუფე ზენონი ვანო ჩხარტიშვილს, მეუფე დიმიტრის, შიო მუჯირსა და მამა ანდრია ჯაღმაიძეს შეთქმულების მოწყობაში ამხელს
ბრიტანეთისა ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიას ჩამოშორებული მთავარეპისკოპოსი ზენონი მის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში ვანო ჩხარტიშვილს, მეუფე დიმიტრის, შიო მუჯირსა და მამა ანდრია ჯაღმაიძეს ამხელს. მეუფე ამტკიცებს, რომ პატრიარქმა მისი გათავისუფლება სწორედ ამ ადმაინების დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე გადაწყვიტა.
დასჯილი მეუფის ბრალდებას მეუფე დიმიტრი შიოლაშილი გამოეხმაურა. სასულიერო პირი ამბობს, რომ მრევლის სიხარულის ცრემლის მისთვის მეტს ნიშნავს, ვიდრე "ზენონის უაზრო ამბიციები."
მეუფე ზენონს ლოგიკა ვანო ჩხარტიშვილმაც დაუწუნა. ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრმა სასულიერო პირის ბრალდებებს უსაფუძლო ტყუილი და ჭორაობა უწოდა.