"შესაძლებელია უეცარი სიკვდილიც" - მედიკოსები სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალების აღმოჩენაზე

20.11.22 13:19
"შესაძლებელია უეცარი სიკვდილიც" - მედიკოსები სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალების აღმოჩენაზე

მედიკოსები იმ გზებზე საუბრობენ, რომლითაც, შესაძლოა, მძიმე მეტალები მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მოხვდა. ტოქსიკოლოგი სოოს კუტუბიძე პირდაპირ ამბობს, რომ  ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერებების მაღალმა დოზამ, შესაძლოა, უეცარი სიკვდილი გამოიწვიოს. 

მოწამვლის გზები არის ლორწოვანით, შესაძლებელია კანის გზით, პერორალურად და სასუნთქი გზით ან ინტრავენურ ან უფრო სწორად ინტრასისხლძარღვოვანით... აზიანებს ყელა ორგანოს, განსაკუთრებით პერორალური მიღების დროს კუჭნაწლავის ტრაქტს, შემდგომ გამოიყოფა თირკმელებით და ამიტომ თირკმლის დაზიანებას იწვევს. შეიძლება მივიღოთ მწვავე ინფარქტის სურათი ან გულის მწვავე კარდიომიოპათია ან დავუშვათ, იგივე ინსულტის სურათიც კი თავისივე ენცეფალოპათიით, დემენციით, ვერცხლის წყლით ინტოქსიკაციის დროს ხშირად გვაქვს ცელებრარული პრობლემები, ისევე, როგორც კალიუმის შემთხვევაში. ეს იქნება, ვთქვათ, ატაქსია, მოძრაობის შეზღუდვა. თუ ეს არის მცირე დოზებით, მაშინ დაავადებაც მდორედ მიმდინარეობს, მაგრამ თუ არის მაღალი დოზა, იგივე თალიუმი, მაშინ, შესაძლებელია, უეცარი სიკვდილიც კი, - ამბობს ტოქსიკოლოგი. 

საფრთხეებზე საუბორბს ალერგოლოგი რამაზ ღულაძეც. მედიკოსის თქმით, თუ სააკაშილის ორგანიზმში მძიმე მეტალების დასაშვებზე მაღალი ნორმაა, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ მესამე პრეზიდენტი მიზანმიმართულად მოწამლეს. 

თუ კონცენტრაცია იმაზე მაღალია, ვიდრე დასაშვები ნორმაა, ეს ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს, რომ ის არის ხელოვნურად შეყვანილი და ამ შემთხვევაში გადაწყვეტილად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის განგებ გაკეთებული და მოწამლულია. თუ ეს კონცენტრაცია მაღალია, ერთმნიშვნელოვნად ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა უკვე, სხვანაირად წარმოუდგენელია, - ამბობს ალერგოლოგი რამაზ ღულაძე.  

კიდევ ერთი მედიკოსი ლევან ფერაძე კი ამბობს, რომ მძმე მეტალები ადამიანის ორგანიზმში შემტხვევით ვერაფრით მოხვდებოდა. 

კალიუმი და ვერცხლის წყალი ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხვდება შემთხვევით ადამიანი ორგანიზმში, იმიტომ, რომ ისინი ბუნებაშ ძალიან ნაკლბეად გავრცელებული მეტალებია და რაც მტავარია, არის რაღაც გარკვეული პერიოდულობით მიცემული. რატომ ვითხოვთ ჩვენ სააკაშვილის გადაყვანას, ეს არის კიდევ ერთი მიზეზი გარდა იმ დიაგნოზებისა, რაც აქვს... მათი ორგანიზმებიდან გამოყვანა არის ძალიან რთული, - ამბობს ფერაძე. 

მიხეილ სააკაშვილის კომპლექსური ექსპერტიზის პასუხი მომხდევნო კვირაში გასაჯაროვდება.  სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, მოწამლეს თუ არა მესამე პრეზიდენტი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები