გაზის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა - გორის სოფლებში ხალხი დახმარებას ითხოვს
გაზის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა - გორის სოფლებში ხალხი დახმარებას ითხოვს. ბუნებრივი აირის გაყვანილობა დამონტაჟებულია, მაგრამ გაზი აბონენტებამდე ჯერ არ მოსულა.
ადგილობრივები ეჭვობენ, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება. ისინი ფიქრობენ, რომ "ქართული ოცნება" გაზის ჩართვას წიინასაარჩევნოდ გეგმავს.
წედისის და ბნავისის შეწუხებული მოსახლეობა დღეს პროტესტის ნიშნად ქუცაშ გავიდა. სოფლის ცენტრში შეკრებილებმა ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
ცნობილი ანეგდოტი როა, ხომ იცით? გიჟებს რომ ბასეინი გაუეკეთეს და თუ კარგად მოიქცევით, წყალსაც ჩაგისხამთო, აი, ასეა ზუსტად ამათი საქმე, უფრო სწორად, ჩვენი საქმე, - ამბობს ადგილობრივი.
ოპოზიცია კი ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბრობს და ამბობს, რომ არ არსებობს ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც სოფლებს ბუნებრივი აირი არ მიეწოდობა.