"გაუშვით სააკაშვილი სამკურნალოდ" - მთავრობის კანცელარიასთან მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია იმართება

20.11.22 15:15
"გაუშვით სააკაშვილი სამკურნალოდ" - მთავრობის კანცელარიასთან მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია იმართება

"გაუშვით სააკაშვილი სამკურნალოდ" - მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ წუთებში მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია იმართება.  ირაკლი ღარიბაშვილის სამსახურს პოლიცია ცოცხალი კორდონით იცავს.

აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, ექიმები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან. 

მედიკოსებმა საზოგადოებას  სიტყვით მიმართეს და ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს. ექიმების განცხადებით, თუკი მთავრობა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ისინი საველე კარავს გაშლიან და შიმშილობას აანონსებენ. 

ადგილზე ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილიც მივიდნენ, თუმცა ერთმანეთს არ ელაპარაკებიან.

მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება ერთხმად, ძალიან მკაფიოდ და სწორხაზონად საუბრობს, მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა იქნეს გადაყვანილი საზღვარგარეთ სამედიცინო დაწესებულებაში. თუ ამას თვალს არ უსწორებს ბიძინა ივანიშვილი და ყურად არ იღებს  მთელი დასავლეთისა და ქართული საზოგადოების მოთხოვნას, რა თქმა უნდა, წილი იქნება აქაც ნაყარი და არავინ არ შეატოვებს მომაკვდავ მესამე პრეზიდენტს ბიძინა ივანიშვილს, - ამბობს ენმ-ს თავმდჯომარე.

ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი კი მიიჩნევს, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საყოველტაო მობილიზებაა საჭირო. 

ეს არ არის პარტიული საკითხი, ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი. საქართველო არ უნდა გადაიქცეს პრეზიდენტების სასაკლაოდ და ჩვენ ვხედავთ, რომ ცივილიზებული სამყარო რეზოლუციას რეზოლუციაზე იღებს პრეზიდენტს სააკაშვილის აგთავისუფლებასთან და მკურნალობისთვის მესამე ქვეყანაში გადაყვანასთან დკავშირებით. კანონით ეკუთვნის პრეზიდენტ სააკაშვილს მესამე ქვეყანაში გაყვანა და იმ მკურნალობის მიღება, რაც ადამიანისთვის, პრეზიდნეტისთვის, პუტინტან მებრძოლი მთავარსადრლისთის არის მნიშვნელოვანი. ეს თუ ასე არ იქნება, ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ უნდა დავიწყოთ სერიოზული მობილიზება, - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.  

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები