"სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია" - თეთრხალათიანები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ
მედიკოსები მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ და ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ. ამის შესახებ მათ დღეს მესამე პრეზიდნეტის მხარდამწერ აქცია განაცადეს.
ექიმები მოთხოვნის შესასრულებალად ხელისუფლებას ერთკვირიან ვადას აძლევენ, რის წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშლობას აანონსებენ.
წამზომი ჩართულია და მის სიცოცხლეს ემუქრება რეალური საფრთხე. ეს შეიძლება კვირეების განმავლობაშ მოხდეს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენი გართულება, დაწყებული ინსულტიდან დამთავრებული ინფარქტით შეიძლება განვიტარდეს, მითუმეტეს, ამ ახალი აღმოჩენილი ფაქტების ფონზე, ამიტომ იგი არის სასწრაფოდ გადასაყვანი. ერთ კვირაში ვითხოვთ ჩვენ მის გადაყვანას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ გავჩერდებით. შემდეგ ჩვენ გავხსნით წითელჯვრიან საველე ჰოსპიტლისკარავს, სადაც ძალიან ბევრი ექიმი შეიკრიბება და ათეულობით ექიმი მზდაა, დაიწყოს შიმშილობა, - ამბობს ექიმი ლევან ფერაძე.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამწერი აქცია მტავრობის კანცელარიასთან ამ წუთებშიც მიმდინარეობს.