პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალებას ხელი მოაწერა.
მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს", - წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე.
მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის.მოგვიანებით პროკურატურამ რურუას ბრალი დაუმძიმა. მოგვიანებით რურუას ბრალს დაემატება ახალი მუხლი სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლის შესახებ. რურუა ორივე მუხლით დამნაშავედ სცნეს და 2020 წლის 30 ივლისს მას 4 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.