ქიმიური ნივთიერებები სააკაშვილის ორგანიზმში - ექიმებმა ხელისუფლებას წამზომი ჩაურთეს
ექიმებმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს. თუ ერთ კვირაში მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ ევროპის რომელიმე ქალაქში არ გაუშვებენ, თბილისში კარვები გაიშლება და პროტესტი დაიწყება. მედიკოსები შიმშილობას აანონსებენ.
მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას დღეს ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილიც ითხოვდნენ. ამის შესახებ მათ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მესამე დრეს მესამე პრეზიდენტსი მხარდამჭერ აქციაზე განაცხადეს.
მესამე პრეზიდენტის ორგანიზმში ქიმიური ნივთიერების კვალია ნაპოვნია. მიხეილ სააკაშვილს ახლა ყველა ის სიმპტომი აქვს, რაც ვეცხლის წყლის, ბარიუმის და თალიუმის დიდი კონცენტრაციით შეიძლება გამოიწვიოს. გამორიცხული არ არის, რომ ბრალებულ პრეზიდენტს სიცოცხლისთვის მავნე ნივთიერებები საკვებში ჩაუყარეს.
რითი იმართლებს თავს ხელისუფლება, უფრო ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის სიუჟეტში.