როგორ ითვისებს ივანიშვილი აბასთუმნის მიწებს - პროკურატურა დუმს
სოფლის მეურნეობის მინისტრი ვერ იჯერებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში სიღარიბის კვალის წაშლა დაიწყო. ნაპოვნია მინიმუმ 20 ნაკვეთი, რომელიც ოპოზიციის მტკიცებით, ადგილობრივ მოსახლეობას თაღლითური გზით წაართვეს.
ირკვევა, რომ ივანიშვილისთვის სასურველი მიწები, რომელიც მოსახლეობას მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული, სახელმწიფომ აუქციონზე გაყიდა. უკონკურენტო აუქციონების უკან კი ივანიშვილთან დაკავშირებული პირები იდგნენ, მათ უკან კი ნამდვილი მესაკუთრე - ოლიგარქი.
"ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში გაშიფრული სქემის შემდეგ ოპოზიციამ თქვა, რომ შეუძლებელია რომ აღნიშნული გარიგებები ეკონომიკის სამინისტროს მაღალჩინოსნების გარეშე შემდგარიყო.
უფრო მეტი ივანიშვილის რეკეტის და ოპოზიციის შეფასების შესახებ იხილეთ ლიზა ლასარეიშვილის სიუჟეტში.