ამნისტიის კანონი - პარლამენტში "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შეხვედრა იმართება
პარლამენტში, "ოცნებასა" და პარალმენტში შესული ოპოზიციის წევრებს შორის, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით შეხვედრა იწყება. მხარეების პოზიციები უცვლელია. ორივე მხარე აცხადებს, რომ ისინი შეეცდებიან პოზიციები დაახლოვონ. იმ შემთხვევაში კი თუ ვერ მოხდება საერთო ვარიანტის შეჯერება, კანონპროექტი "ოცნების" და ოპოზიციის მხრიდან ცალცალკე დაინიცირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ მხარდაჭერა მმართველი გუნდის კანონპროექტს ექნება.