სპეკულაციები მოწამვლაზე უადგილოა - სააკაშვილის საგანგებო მიმართვა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საგანგებო მიმართვას ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ საკითხის სპეკულირების დრო არ არის და მისი ადვოკატებისთვის მსგავსი საჩივრით არასდროს მიუმართავს. ბრალდებული პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ საკითხის ზედმეტი პოლიტიზირება საჭირო არ არის.
მინდა განვაცხადო, რომ არასდროს არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე. სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა.
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამედიცინო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებ მათ პროფესიულ თანადგომას. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც უარესდება და განსაკუთრებით დამძიმდა ამ ბოლო ორ თვეში. ვივამედის ექიმები მცდელობას არ აკლებენ. მნიშვნელოვანია, მივენდოთ სპეციალისტებს და ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება არ არის საჭირო.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, -წერს სააკაშვილი.