მოწამლეს თუ არა მესამე პრეზიდენტი - სააკაშვილის პალატაში სახელმწიფო ექსპერტებს ელოდებიან

21.11.22 11:02
მოწამლეს თუ არა მესამე პრეზიდენტი - სააკაშვილის პალატაში სახელმწიფო ექსპერტებს ელოდებიან

სააკაშვილის პალატაში სახელმწიფო ექსპერტებს ელოდებიან. სამხარაულის ჯგუფი იუსტიციის მინისტრმა გამოიძახა. სპეციალისტების ჯგუფმა უნდა დაადგინოს, მოწამლულია თუ არა მესამე პრეზიდენტი ქიმიური ნივთიერებით.

სააკაშვილის ექსპერტიზა იუსტიციის სამინისტრომ სასწრაფო წესით მხოლოდ მას შემდეგ ჩანიშნა, როცა პრეზიდენტის სისხლში ვერცხლისწყალი, თალიუმი და ბარიუმი აღმოაჩინეს. 

ამის მიუხედავად, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოში არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც შეძლებს დაადგინოს, არის თუ არა ადამიანის ორგანიზმში მძიმე მეტალები.

მე ნამდვილად არ ვიცი ზუსტი შესაძლებლობები ამ სამხარაულის ლაბორატორიის. ერთი რამ ვიცი, რომ ასეთი მძიმე მეტალების დასადგენად საჭიროა ძალიან სერიოზული სპექტროსკოპიული ანალიზი. ეს კეთდება მაღალი წნევის ქრომოტოგრაფიის შედეგად და მაღალტექნოლოგიური პროცესებით. რამდენად მე ვიცი ასეთი შესაძლებლობები საქართველოში არ არის. თუ არანაირი პრობლემა არ არის, არ არის მოწამლული და არც არაფერი, გაუშვან საზღვარგარეთ. მეორე ეჭვი რა არის იცით? იმიტომ ხომ არ ჰყავთ ჩაკეტილი, რომ იქ არ აღმოჩნდეს, რომ მოწამლულია, - ამბობს სამედიცინო ცენტრ „ლაბუნოს“ გენერალური დირეტორი გიორგი კავკასიძე. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კი, ფაქტობრივად, ამბობს, რომ ჯანდაცვისს ამინისტრო მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აპსუხისმგებლობას იხსნის, რადგან  სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პროცესებს პენიტენციური დაწწესებულება მართავს.

ამ საკითხთან დაკავშირებიტ პაციენტის მდგომარეობას სრულიად მართავს იუსტიციის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტი. ჯანდაცვის სამინისტროს და სხვა კლინიკების ან ლაბორატორიების ცართულობა თუ იქნება საჭირო, რა ტქმა უნდა, ჩვენ შესაფერისი მოთხოვნის საფუძველზე ამას გავაკეტებთ. ეს არის რაც შემიძლია გითხრათ, - ამბობს გაბუნია. 

არის თუა არა მესამე პრეზიდნეტის ორგანიზმში მძიმე მეტალები და რა რაოდენობით, კითხვაზე პასუხს ხვალ ამერიკელი ექსპერტები გასცემენ. სააკაშილის ოჯახის წევრები ახლა სწორედ უცხოელი ექსპერტების კვლევების დაკსვნას ელოდება. 

პარალელურად, დღეს საქალაქო სასამართლოშ ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესია ჩანიშნული, თუმცა ბრალდბული პრეზიდენტი სხდომას გაუარესებული ჯანმრთელბის გამო ისევ ვერ დაესწრება. 

მსგავსი სიახლეები