ვინ უნდა გამოცხადდეს ოლიგარქად? - "პირველებმა" ოპოზიციის ალტერნატიული პროექტი მოიპოვა

21.11.22 11:30
ვინ უნდა გამოცხადდეს ოლიგარქად?  - "პირველებმა" ოპოზიციის ალტერნატიული პროექტი მოიპოვა

"ოლიგარქად გამოცხადდება ადამიანი, ვინც ქვეყნის მიწების 7%-ს ფლობს და  დადასტურებული აქტივები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,35%-ს აღემატება" - "პირველებემა" დეოლიგარქიზაციის შესახებ ალტერნატიული კანონპროქტი მოიპოვა, რომელსაც დღეს, სამ საათზე, ოპოზიცია პარლამენტში დააინიცირებს. 

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია"-ს  მიერ მომზადებული დოკუმენტი, ფუნდამენტურად განსხვავებულია "ქართული ოცნების" მიერ პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტისკან. 

ოპოზიციის დოკუმენტის თანახმად, ოლიგარქის სტატუსს და ჩამოთვლილ ორივე პუნტქს ბიძინა ივანიშვილი აკმაყოფილებს.

ოპოზიციის მიერ მომზადებულ კანონპრორქტში ოლიგარქად მიიჩნევა ადამიანი, რომლის პირად სუბიექტებში დასქმებული ადამაინები, ან მისი ოჯახის წევრები მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობებს იკავებენ. 

"ქართული ოცნების" კანონპრორქტისგან განსხვევებით, თუ ვინ არის ოლიგარქი, ეს არა ქვეყნის პრემიერმა, არამედ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განსაზღვროს. 

კანონპროექტი არამარტო ოლიგარქის ცნებას განსაზღვრავს, განსაზღვრავს ოლიგარქიული მმართველობის ცნებას. ოლიგაქრის ქონება უნდა შეადგენდეს შიდა პროდუქტის  0,35 %-ს, რაც მინიმუმ 250 000 000 ლარია. ამავდროულად, საქართველოს მიწის რესურსების 7%-ის ფლობა უკვე საფუძველი იქნება, ოლიგარქად ცნობილ იქნეს ადამიანი. გარდა იმისა რომ პოლიტიკურ-ეკონომიკური და მედია ზეგავლენა უნდა ჰქონდეს პროცესებზე, მისი ოჯახის წევრები ან დაკავშირებული პირები, ან მასთან დაკავშირებული ადამიანები უნდა იკავებდნენ სახელმწიფო, პოლიტიკურ თანამდებობებს"- აცხადებს ლევან ბეჟაშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები