ევროკავშირის მიერ მელიას გირაოს გადახდა, პოლიტპატიმრად აღიარებას ნიშნავს - სამადაშვილი
ოპოზიციის დეპუტატის, სალომე სამადაშვილის აზრით, ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს გადახდა ნიშნავს, რომ ისინი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს პოლიტპატიმრად აღიარებენ.
ამნისტია ყოველთვის არის რა თქმა უნდა წინააღმდეგობრივი აქტი. თუ ნიკა მელია მიიღებს ევროკავშირის მიერ მისი გირაოს დაფარვის შეთავაზებას და ეს იქნება სწორი, ევროკავშირის მიერ ამ გირაოს დაფარვა ნიშნავს, რომ აღიარებს ევროკავშირი ნიკა მელიას პოლიტიკურ პატიმრობას," - ამბობს სამადაშვილი.