საქართველოში სააკაშვილს სრულყოფილი ტოქსიკოლოგიური კვლევა ვერ ჩაუტარდება - ჯიშკარიანი

21.11.22 13:17
საქართველოში სააკაშვილს სრულყოფილი ტოქსიკოლოგიური კვლევა ვერ ჩაუტარდება - ჯიშკარიანი

წამებისა  და მსხვერპლის რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი  მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობაზე საუბრობს და პირდაპირ ამბობს, რომ სრულყოფილი ტოქსიკოლოგიური კვლევა საქართველოში ვერ ჩატარდება.

ამასთან, ორგანიზაცია "ემპათიას" ხელმძღვანელი იუსტიციის მინისტრის განცხადებებს ეხმიანება და ამბობს, რომ არც ექსპერტებს და არც დაცვის მხარეს არ ჰქონდა ვალდებულება დასკვნის შედეგები პენიტენციური დაწესებულებისთვის მიეწოდებინათ. მეტიც, მარიამ ჯიშკარინს თქმით, იუსტიციის სამინისტროს თვეების განმავლობაში ჰქონდა საშუალება ექპერტებისთვის დამოუკიდებლად მიემართა და მესამე პრეზიდენტის სამედიცინო გამოკვლევა დაევალებინა. 

ჯიშკარიანი ასევე არ გამორიცხავს, რომ დაცვის მხარემ სამხარაულის ექსპერტების მიერ  მიხეილ სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური შემოწმების ჩატარება "ემპათიას" თანდასწრებით მოითხოვოს. 

ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს ობიექტურად, ექსპერტიზას აქვს თავისი სტანდარტები და თუკი ასე ჩატარდება, საერთოდაც, შესაძლებელია ადვოკატებმა მოითხოვონ ჩვენი ცართვა სამხარაულის ექსპერტიზაში.ჩვენ არანაირი ეჭვები და ამასთან დაკავშირეით და ექსპერტიზა ეჭვებით არ ფუნქციონირებს, ექსპერტიზა გახლავთ მტკიცებულებებზე დაყრდნობილი. ჩვენ მივირეთ გარკვეული ტოქსიკოლოგიური ექსპერტზისი დასკვნა ამერიკიდან, იქ არის გარკვეული მძიმე მეტალები, რომელიც ინახება დაბალი კონცენტრაციით. გარდა ამ დაავადებებისა, არსებობს ცალკეული დაავადებები, რომელსაც დიფერენციაული დიაგნოსტიკის მიზნით ეტილოგიურ ფაქტოებზე გასვლის მიზნით ესაჭიროება გარკვეული სადიაგნოსტიკო პროცედურები, მათ შორის, გახლავთ ინტოქსიკაციის აგენტებზე დიაგნოსტიკა სრულყოფილი, რაც საქართველოში ვერ ჩატარდება, - ამბობს  ჯიშკარიანი. 

შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის პალატაში სამხარაულის ექსპერტები შევლენ. ექსპერტთა ჯგუფმა უნდა დაადგინოს. მოწამლეს თუ არა მესამე პრეზიდენტი.  

მსგავსი სიახლეები