არავის ეგონოს, რომ კანონპროექტი რაიმე პრობლემას შეუქმნის ივანიშვილს - სარჯველაძე
“ქართული ოცნების” წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ალტერნატიულ ვარიანტი ბიძინა ივანიშვილს პრობლემას არ შეუქმნის.
სარჯველაძე ამბობს, რომ აღნიშნული კანონპროექტი იმის მცდელობაა, რომ ოლიგარქიის მცდელობის მქონე პოლიტიკოსებს წნეხი და სირთულეები შეუმსუბუქონ.
არავის ეგონოს, რომ თითქოს, ეს კანონპროექტი რაიმე პრობლემას შეუქმნის ბიძინა ივანიშვილს. რეალურად, კანონპროექტი აბსოლუტურად უპერსპექტივოა. მცდელობაა იმის, რომ გარკვეული თვალსაზრისით შეუმსუბუქონ შესაძლო მართლად ოლიგარქიის მცდელობის მქონე პოლიტიკოსებს მათთვის მოსალოდნელი წნეხი და სირთულეები, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტს ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეოლიგარქიზაციის შესახებ პროექტის საკუთარი ვარიანტი წარუდგინა.
„ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ“ - ასე ეწოდება საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ბიუროს 21 ნოემბრის სხდომაზე დაინიცირდება.