ენმ-ს მიზანი პირადად დავით კეზერაშვილის დაცვაა - მათიკაშვილი
დეოლიგარრქიზაციის კანონპროექტის ალტერნატიულ ვარიანტს „ქართული ოცნების“ წევრი დავით მათიკაშვილი დავით კეზერაშვილის გადარჩენის მცდელობას უწოდებს.
"სამართლებრივი აბსურდი" - ამ სიტყვებით შეაფასა დღეს მათიკაშვილმა ენმ-ს ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის დაწერილი დოკუმენტი და თქვა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს ვერაფრით ვერ შეეხება.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი არის არა დეოლიგარქიზაციის, არამედ ოლიგარქების დაცვის შესახებ კანონპროექტი, რომლის მიზანია პირადად დავით კეზერაშვილის დაცვა და იმ ე.წ. საფრთხეების თავიდან არიდება, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აუცილებლად დაუდგება. მთავარი ის არის, რომ მიუხედავად ამდენი ფიქრისა და სჯა-ბაასისა და სამართლებრივი აბსურდისა, პოლიტიკურადაც ვერაფრით შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რადგანაც შინაარსობრივი კუთხით ის არის სრულიად აცდენილი იმ რეალობას, რა რეალობაც დღეს საქართველოში არის“. - ამბობს დავით მათიკაშვილი.
ცნობისთვის, პარლამენტს ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეოლიგარქიზაციის შესახებ პროექტის საკუთარი ვარიანტი წარუდგინა.
„ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ“ - ასე ეწოდება საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ბიუროს 21 ნოემბრის სხდომაზე დაინიცირდება.