არც „ნაციონალური მოძრაობის“ ვერსია მომწონს და არც „ოცნების“ - "გირჩი" დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე
დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ალტერნატიულ ვარიანტს, სავარაუდოდ, „ოცნების“ გარდა მხარს არც "გირჩი" დაუჭერს.
სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, პარტიაში არც „ნაციონალური მოძრაობის“ ვერსია მოსწონთ და არც „ოცნების“.
არ დაგვიწყია მსჯელობა, სინამდვილეში რა პოზიციაში ვდგავართ, ამიტომ ვიწყებთ რაღაც მექანიკური კრიტერიუმების მოგონებას და რაღაცნაირად ამის გამართლებას. იმიტომ, რომ მე არც „ნაციონალური მოძრაობის“ ვერსია მომწონს და არც „ოცნების“, უბრალოდ მინდა დავიწყოთ ლაპარაკი, რა პრობლემა გვაქვს. არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაამტკიცებს, ახლანდელი საკონსტიტუციო სასამართლოც იგივენაირად დაამტკიცებს, როგორც მთავრობა ან პარლამენტი.
ცნობისთვის, პარლამენტს ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეოლიგარქიზაციის შესახებ პროექტის საკუთარი ვარიანტი წარუდგინა.
„ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ“ - ასე ეწოდება საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ბიუროს 21 ნოემბრის სხდომაზე დაინიცირდება.