სიყალბით სავსე სტანდარტული სადღეგრძელოები - ზურა ჯაფარიძე დეპუტატების გამოსვლებზე

27.04.21 15:28
 სიყალბით სავსე სტანდარტული სადღეგრძელოები - ზურა ჯაფარიძე დეპუტატების გამოსვლებზე

ოპოზიციის პირველ დღეს პარლამენტში „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი უემოციოდ ხვდება. ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ იმიტომ მივიდა, რომ ამაზე ერთი ადამიანის გათავისუფლება იყო დამოკიდებული. 

ჯაფარიძე დეპუტატების გამოსვლებს სადღეგრძელოებს ადარებს და ამბობს, რომ მათი გამოსვლები სიყალბით სავსე იყო. 

არანაირი ემოციები არ მაქვს. ჩვეულებრივი სამსახურია. მოდიხარ, რაღაცას აკეთებ, მიდიხარ. ჩემი საქმე იყო, მოვსულიყავი, გამერჭო ბარათი, რეგისტრაცია გამეარა, იმიტომ, რომ ამაზე იყო მიბმული ერთი ადამიანის გათავისუფლება და მორჩა. იყო ჩვეულებრივი სტანდარტული სადღეგრძელოები სიყალბით სავსე, - ამბობს ჯაფარიძე.
 

მსგავსი სიახლეები