ზურაბიშვილი: არ მინდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს

21.11.22 14:48
ზურაბიშვილი: არ მინდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს

არ მინდა ყოფილი პრეზიდენტი  ციხეში მოკვდეს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-ის გადაცემა Hard Talk-ის ჟურნალისტთან, ზეინაბ ბადავისთან ინტერვიუში  განაცხადა. 

ჟურნალისტის შეკითხვაზე,  ექიმების კონსილიუმის შეფასებების ფონზე, რატომ არ იწყალებს მიხეილ სააკაშვილს, როდესაც ამის ძალა შესწევს, ზურაიშვილმა განაცხადა: 

მე არა მაქვს ეს ძალაუფლება ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო: საქმე ჯერ არ დახურულა, სასამართლო პროცესები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.  საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შეწყალება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც ყველაფერი დასრულებულია“ - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

ზეინაბ ბადავის დამაზუსტებელ შეკითზხვაზე - "ყველაფერი რომ დასრულდება შეიწყალებთ?", ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "ეს სხვა საკითხია".

ეს სხვა საკითხია. საქართველოში დეტალურად ავხსენი, რატომ არ გავაკეთებდი ამას, რადგან ეს პოლარიზების ძირითადი ფაქტორია. პრაქტიკულად საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც საკუთარ თავზე არ გამოუცდია მისი ავტოკრატიული რეჟიმი.

ასე რომ, არ მიმაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტი პოლარიზაციის ინსტრუმენტი უნდა გავხდე. მაგრამ, ამავე დროს, ვარ სახელმწიფო მეთაური,  რომელსაც არ სურს, ყოფილი პრეზიდენტი ციხეში დაიღუპოს ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეუქცევადი პროცესებით იტანჯებოდეს. 

ძალიან ახლოდან ვაკვირდები ყველა სამედიცინო შემოწმებას. ასევე ველოდები საერთაშორისო სამედიცინო ჯგუფის დასკვნას, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა.

საქართველოში საჯაროდ ვიმეორედი, რომ მისი ექსტრადაცია უნდა მოხდეს, რათა შესაძლებლობა  ჰქონდეს მიიღოს დამატებითი სამედიცინო დახმარება. 

ის 6 თვეზე მეტია საავადმყოფოში იმყოფება. მისი საზღვარგარეთ მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება, სასამართლომ უნდა მიიღოს"- თქვა პრეზიდენტმა.