არის მოლოდინი, რომ სტრასბურგი საქართველოს სააკაშვილის გათავისუფლებას დაავალდებულებს - ადვოკატი

21.11.22 15:26
არის მოლოდინი, რომ სტრასბურგი საქართველოს სააკაშვილის გათავისუფლებას დაავალდებულებს - ადვოკატი

ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე დღეს საქალაქო სასამართლოში  მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიხსნა და მალევე დაიხურა. სხდომაზე მოსამართლემ პენიტენციური დაწესებულების წერილი წაიკითხა, სადაც ეწერა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროცესს ვერ დაესწრებოდა. 

ამასთან ერთად, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა  დაცვის მხარეს ჰქკითხა, სურს თუ არა მესამე პრეზიდენტს, რომ სასამართლოს ჩვენება მისცეს. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ მოსამართლის სიჩქარე ევროსასამართლოს მეორე პალატაში მიხეილ სააკაშილს სარჩელს უკავშირდება. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ ევროსასამართლო მე-18 და მე-6 მუხლების დარღვევას დადგენს და საქართველოს ბრალდებული პრეზიდნეტის გათვაისუფლებას დაავალდებულებს. 

რაიმე განმარტებას სასამართლო არ აკეთებს თუ რატომ ინიშნება პროცესი ასეთი დაჩქარებული წესით. მითუმეტეს, მას პატიმრობა ამს აქმეზე შეფარდული არ არის აღკვეთის ღონისძების სახით და ვადების პრობლემა ნამდვილად არ დგას. სტრასბურგის სასამართლოში უკვე დიდ პალატას გადაცემული აქვს და დიდმა პალატამ შესაძლებელია, ყოველდღიურად გამოიტანოს ეს გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების შემდგომ სააკაშვილი შეიძლება სტრასბურგის სასამართლოს მეშვეობით გათავისუფლდეს, მითუმეტეს, იქ რაღაც აქცენტები კეთდება მე -18 მუხლზე და ა.შ. საუბარია მე6 და მე-18 მუხლზე. სასამართლომ თუ მე-18 მუხლით მიიღო  მისი უფლების დარღვევა, მაგ შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ სტრასბურგმა დაავალდებულოს საქართველოს მხარე სააკაშვილის გათვაისუფლების შესახებ,  ამბოსბ ადვოკატი. 

მსგავსი სიახლეები