ენმ-მ კანონპროექტი „ოცნებისგან“ გადაწერა და ოლიგარქების დაცვისთვის რამდენიმე პუნქტი დაამატა - თალაკვაძე

21.11.22 15:49
ენმ-მ კანონპროექტი „ოცნებისგან“ გადაწერა და ოლიგარქების დაცვისთვის რამდენიმე პუნქტი დაამატა - თალაკვაძე

ოლიგარქების დაცვისთვის მომზადებულ დოკუმენტს უწოდებს „ოცნების“ ლიდერი არჩლ თალაკვაძე ენმ-ს მიერ მომზადებულ დეოლიგარქიზაციის ალტერნატიულ კანონპროექტს. 

მეტიც, თალაკვაძე ამბობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღნიშნული კანონპროექტი „ოცნებისგან“ გადაწერა და მათი დამფინანსებელის დასაცავად რამდენიმე პუნქტი დაამატა.

„დეოლიგარქიზაციის შესახებ ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტი არის  ოლიგარქების დაცვის კანონპროექტი. ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტი გადაწერეს და დაუმატეს რამდენიმე პუნქტი, რომელიც იცავს მათ რიგებში მყოფ პოტენციურ ოლიგარქებს. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელმა ოლიგარქებმა დაუქნიეს ხელი საპარლამენტო ოპოზიციას და უთხრეს, რომ შეიმუშაონ კანონპროექტი, რომ როგორმე გამოასწორონ დაშვებული შეცდომა“. - ამბობს არჩილ თალაკვაძე. 

ცნობისთვის, პარლამენტს ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეოლიგარქიზაციის შესახებ პროექტის საკუთარი ვარიანტი წარუდგინა.

„ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ“ - ასე ეწოდება საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ბიუროს 21 ნოემბრის სხდომაზე დაინიცირდება.

მსგავსი სიახლეები