ვინ არის ოლიგარქი - რა კრიტერიუმებს ასახელებს ენმ-ს კანონპროექტის ავტორი

21.11.22 16:00
ვინ არის ოლიგარქი  - რა კრიტერიუმებს ასახელებს ენმ-ს კანონპროექტის ავტორი

დეოლიგარქიზაციის ალტერნატიულ კანონპროექტის ავტორი ამბობს, რომ ოლიგარქის სტატუსის მინიჭებისთვის მთავარია პირი ზეგავლენას ახორციელებდეს სახელისუფლებო ორგანოების გადაწყვეტილებებზე და თანამდებობის პირებზე.

ჩვენი კანონპროექტის მიხედვით, მთავარი და ამოსავალი ოლიგარქის სტატუსის მინიჭებისთვის არის ის, რომ ის უნდა აკმაყოფილებდეს ჩვენს მიერ განსაზღვრულ სამ კრიტერიუმს მაინც და აუცილებლად ზეგავლენას უნდა ახორციელებდეს სახელისუფლებო ორგანოების გადაწყვეტილებებზე და თანამდებობის პირებზე. თუ ასეთი ზეგავლენის შესაძლებლობა მას არ აქვს, ის ადამიანი ოლიგარქის სტატუსით არ სარგებლობს“. - ამბობს ბეჟაშვილი. 

ცნობისთვის, პარლამენტს ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეოლიგარქიზაციის შესახებ პროექტის საკუთარი ვარიანტი წარუდგინა.

„ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ“ - ასე ეწოდება საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ბიუროს 21 ნოემბრის სხდომაზე დაინიცირდება.

მსგავსი სიახლეები