"განცხადება მისი დაწერილი არ იყო" - ადვოკატი სააკაშვილის ფეისბუქპოსტზე
ფეისბუქპოსტი მიხეილ სააკაშვილის დაწერილი არ იყო, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა მისი მონახულების შემდეგ განაცხადა. შალვა ხაჭაპურიძის განმარტებით, სააკაშვილის მოსაზრება სოციალურ ქსელში მისმა დედამ, გიული ალასანიამ აკრიფა.
ამასთან, ადვოკატი ხაზს უსვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის ტოქსიკოლოგიურ კვლევაში გარკვეული ნივთიერებები ნამდვილად ამოვიდა, თუმცა ერთი გადახრილი სიტყვაც კი, შესაძლოა, საზოგადოების მხრიდან არასწორად იქნეს აღქმული.
განცხადება მისი დაწერილი არ იყო. მისი სიტყვებით მისი მოსაზრება თუ პოზიცია გადმოსცა მისმა დედამ. ალბათ აკრიგა კომპიუტერზე, ბუნებრივია, ასეც იქნებოდა. რაც შეეხება მის მოწამვლას, დიახ, ხმამაღლა და არაერთხელ ვაცხადებთ, რომ სპეკულაციები უნდა შეწყდეს, ყოველგვარი თემა, ოდნავ ერთი სიტყვაც გადახრილიც კი შესაძლებელია ძალიან ცუდად იქნეს საზოგადოების მხრიდან აღქმული. ჩვე თვაშივე ვაცხადებდით და ვამბობთ და არცა არაფერი დაგვიმალავს, კლინიკა „ვივა-მედიც“ დაგვეხმარა, სხვათა შორის, როდესაც ამერიკელები იყვნენ ჩამოსული და აიღეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთის კვლევები, ამოვიდა გარკვეული ნივთიერებები. რა ნივთიერებეია, როგორია, ამას უკვე ველოდებით ამერიკელი მეცნიერების დასკვნას და გავაცნობთ საზოგადოებას, - ამბობს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ დილის 11 საათზე ყოფილი მთავარსარდლის ოფციალურ გვერდზე გაჩნდა პოსტი, სადაც მიხეილ სააკაშვილი ყველას მოუწოდებდა, მისი ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზირებისგან თავი შეეკავებინათ. ტექსტში ასევე ეწერა, რომ მას შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით კითხვები არასდროს გასჩენია.