ძალიან გამხდარია, ფაქტობრივად, სკელეტია - ნატო ჩხეიძე სააკაშვილზე
დეპუტატი ნატი ჩხეიძე მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ პაციენტი, ფაქტობრივად, სკელეტია დარჩენილი. ენმ-ს წევრმა 20 წლის უნახავი მესამე პრეზიდენტის ცოტა ხნის წინ კლინიკა "ვივა-მედში" მოინახულა.
ნატო ჩხეიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი მკურნალობა ესაჭიროება, რადგან "ვივა-მედში" მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება.
რა თქმა უნდა, სიტყვები მარაგი მეყოფა საიმისოდ, რომ აღვწერო, რა ვნახე და რა მდგოომარეობაშია ახლა მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ არა მგონია, რომ ვინმესთვის ეს ჩემი მონაყოლი იყოს სასიამოვნო. ძალიან მძიმე მდგომარეობაა. მე ნამდვილად გამიკვირდა, როდესაც ჯანდაცვის მინისტრი თუ „ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ „კი, მაგრამ თერაპიულ განყოფილებაში წევს, არ არის ინტენსიურში და რა მოხდა, ძალიან კარგად არისო“. აი, რატომ შეიძლება იყოს ასეთი სნეული ადმაიანი თერაპიულ განყოფილებაში და რატომ არ უნდა იყოს ინტენსიურში... ფერმკრთალი არ ჰქვია იმას, რა კანის ფერიც აქვს მიხეილ სააკაშვილს. არის ძალიან გამხდარი, ფაქტობრივად, ეს არის სკელეტი. როცა ამბობენ, დაიკლოო, არ ვიცი 30კგ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ადამიანი არის ძვალი და ტყავი. მოძარობა უჭირს, საერთდო სახსრების მოძრაობა უჭირს. ის, რაც არ უჭირს, ეს არის აუბარი, ლაპარაკობს ისევე სწრაფი ტემპით. იმდენად მძიმეა, რომ უნდა იყოს დადგენილი მისი ყველა დაავადება და უნდა იყოს შესაბამისი მკურნალობა. შესაბამისი მკურნალობა რომ ყოფილიყო, ამ მდგომარეობაში არ ვნახავდით. ექიმი აბით და წამლით თუ ვერ მკურნალობს, სიტყვით მაინც უნდა უმკურნალოს. ის არის პატიმარი, რომელსაც აუცილებად სჭირდება ადამიანის ნუგეში, თუნდაც იმის, ვინც 20 წლეიწადია არ უნახავს, - თქვა დეპუტატმა.