ჩვენ ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობას - დეგნანი
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას თვალყურს ადევნებენ.
მისივე თქმით, განაგრძობენ მონიტორინგს, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ სააკაშვილმა მიიღოს ყველაფერი, რასაც ყველა მოქალაქე იმსახურებს.
ჩვენ ვაგრძელებთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობას. გვაქვს რეგულარული კონტაქტი სახალხო დამცველის ოფისთან დღევანდელი დღის ჩათვლით, რათა მოვიკითხოთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი კეთილდღეობა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მონიტორინგს მათ შორის იმის უზრუნველყოფას, რომ სააკაშვილი იღებს იმას რასაც საქართველოს ყველა მოქალაქე იმსახურებს და რაც გარანტირებულია საქართველოა კონსტიტუციით“,- განაცხადა კელი დეგნანმა.