მოწამლეს თუ არა სააკაშვილი და მიიღებს თუ არა ზურაბიშვილი მესამე პრეზიდენტის შეწყალების გადაწყვეტილებას
„არ მსურს, რომ პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს“ - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. შემაფერხებელი მიმდინარე სასამართლო პროცესებია, რაც მას ხელს უშლის შეწყალების აქტი გამოსცეს.
ეს არის რადიკალურად განსხვავებული პოზიცია იმ განცხადებებიდან, რომელიც სახელმწიფოს მეთაურს თუნდაც რამდენიმე თვის წინ ქონდა. "ბი-ბი-სი"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ზურაბიშვილი საჯაროდ ითხოვს, რომ მესამე პრეზიდენტი საზღვარგარეთ გადაიყვანონ სამკურნალოდ.
თბილისში კი, სახელმწიფო უწყებებში პანიკაა. ჯანდაცვის სამინიტრო მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას იხსნის და თითს იუსტიციის სამინისტროსკენ იშვერს.
ეს მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო მოწამლვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
კუთხეში მიყენებულმა რატი ბრეგაძემ სასწრაფოდ მოითხოვა სამხარულის ექსპერტიზის ბიურიოს ჩართვა.
ახლა უნდა დადგინდეს, როგორ მოხვდა სააკაშვილის ორგანიზმში ვერცხილსწყალი, ბარიუმი და თალიუმი. თუმცა საქართველოში ასეთი კვლევები არ ტარდება და შესაბამისად სამხარაულის ექსპერტები მინისტრს ახლა მაშველ რგოლად სჭირდება.
რისი იმედი აქვს ხელისუფლებას და მიიღებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მესამე პრეზიდენტის შეწყალების გადაწყვეტილებას - ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.