ხმაური და დაპირისპირება ,,ენმ"-ს ოფისთან - მოძრაობა "წინსვლას" წევრებმა სტიკერების გაკვრა სცადეს
ცოტა ხნის წინ ხმაური იყო "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, სადაც მოძრაობა „წინსვლას" აქტივისტები მივიდნენ.
მოძრაობის წევრებმა შენობაზე სტიკერების გაკვრა სცადეს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ამის უფლება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
"წინსვლას" წევრებმა მანამდე აქციები "ევროპული საქართველოსა" და „ლეიბორისტული პარტიის" ოფისებთანაც გამართეს.