"ოცნება" საერთაშორისო სკანდალის ეპიცენტრში - რეზოლუცია, სადაც საქართველო რუსეთის, სირიისა და ერაყის ბანაკში აღმოჩნდა

21.11.22 20:34
"ოცნება" საერთაშორისო სკანდალის ეპიცენტრში - რეზოლუცია, სადაც საქართველო რუსეთის, სირიისა და ერაყის ბანაკში აღმოჩნდა

კიდევ ერთი რეზოლუცია, სადაც საქართველო რუსეთის, სირიისა და ერაყის ბანაკში აღმოჩნდა. გაეროს რეზოლუციას, რომელიც ირანში ადამიანის უფლებების მასობრივ ხელყოფას გმობდა, საქართველო არ შეუერთდა.

ქართულმა დელეგაციამ კენჭისყრის დროს დარბაზი დატოვა და შესაბამისად, დოკუმენტი თბილისის მხარდაჭერის გარეშე მიიღეს. საუბარია იმ ქვეყანაზე, რომელიც დღეს რუსეთის მთავარი მოკავშირეა უკრაინასთან ომში. უფრო მეტიც, საქართველო საჰაერო დერეფანს აძლევს ამერიკის მიერ სანქცირებულ ირანულ ავიაკომპანიას. 

ოპოზიციისთვის საქართველოს ხელისუფლების დიპლომატიური მანევრი საგანგაშოა. მაშინ, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო ირანში მიმდინარე პროცესებს გმობს, საქართველო სულ სხვა ბანაკში აღმოჩნდა.

ოპოზიციაში თვლიან, რომ მთავრობის პოლიტიკური რევერანსები ირანის მიმართ დასავლელი პარტნიორების მხრიდან რეაგირების გარეშე არ დარჩება. „ქართული ოცნება“ კი, თავის მართლების რეჯიმშია და მორიგ საერთაშორსიო სკანდალს ირანთან თანამშრომლობის გარღმავებით ხსნის.

 

 

 

მსგავსი სიახლეები