დემარში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში - სახელმწიფოს მეთაურმა "ოცნება“ კიდევ ერთ სკანდალში ამხილა
"ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ყველაფერ ქართულს ანადგურებს-" ეს განაცხადებები ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ისმოდა.
ტრიბუნასთან სვანეთის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელი იდგა, რომელმაც თქვა, რომ რეგიონი მიტოვებულია და იქ არაფერი კეთდება. ეს იყო ერთადერთი ჩინოვნიკი, რომელმაც გაბედა, სალომე ზურაბიშვილის მიპატიჟება რეგიონების კვირეულთან დაკავშირებით მიიღო და ორბელიანების სასახლიდან ,,ოცნება" გააკრიტიკა.
დანარჩენებმა პრეზიდენტს დემარში გამოუცხადეს. ზურაბიშვილმაც მალე გაშიფრა, ვინ შეიძლება, იდგეს ამ დემარშის უკან.
სახელმწიფოს მეთაურმა „ქართული ოცნება“ კიდევ ერთ სკანდალში ამხილა და ფაქტობრივად პირდაპირ თქვა, რომ რეგიონების ხელმძღვანელებს პრეზიდენტთან კომუნიკაცია სწორედ „ოცნების“ ლიდერებმა აუკრძალეს.
„იმედია, მომავალშიც არ შეეშინდებათ“ -ამბობს ზურაბიშვილი.
დემარში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში - ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.