ვინ გახდება სახალხო დამცველი - არაფორმალური კონსულტაციები დაწყებულია

21.11.22 20:37
ვინ გახდება სახალხო დამცველი - არაფორმალური კონსულტაციები დაწყებულია

არაფორმალური კონსულტაციები დაწყებულია - სახალხო დამცველის კანდიდატურაზე მმართველი გუნდი მხოლოდ იმ ფრაქციებსф და დეპუტატებს ესაუბრება, რომლებიც ნაკლები სიხისტით გამოირჩევიან.  

ჯერ მკაცრად არის გასაიდუმლოებული, რომელ კანდიდატს ლობირებს „ოცნება“. სხდომაზე 19-ივე კანდიდატს უყრიან კენჭს და იქ გამოჩნდება ხელისუფლების ფავორიტიც.   

რაც შეეხება ოპოზიციას, აქ კანდიდატებზე აზრები გაყოფილია. 

თუმცა, ამ დროისთვის აშკარა ფავორიტი გიორგი ბურჯანაძეა, რომელსაც ოპოზიციიდან ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს.