ვინ დგას ენმ-ში მიმდინარე პროცესების უკან - ნიკა მელია მხილებების სერიას აანონსებს
ვინ დგას ენმ-ში მიმდინარე პროცესების უკან - ნიკა მელია მხილებების სერიას აანონსებს.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ "ტვ პირველის" ეთერში პირდაპირ თქვა, რომ არ აპირებს, დამალოს იმ ადამიანების ვინაობა, ვინც ოფიციალურად დასახელებული კანიდატების უკან დგას და საარჩევნო კამპანიაშია ჩართული.
წამყვანის არაერთი ჩაკითხვის მიუხედავად, ენმ-ს მომედმა თავმჯდომარემ კონკრეტულ გვარებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესებში არაფორმალურად ჩართული ადამიანების ვინაობას საარჩევნო კამპანიის დროს დაასახელებს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანი, ვინც ამ პროცესშია ჩართული, იყოს საჯაროდ ცართული და საზოგადოებამ იცოდეს, რეალურად, ვინ არის და რა არის „ნაციონალური მოძრაობა“. ყველა ის ადამიანი, ვინც კი არის ჩართული არასაჯაროდ ამ პროცესში, არადა ძალიან აქტიურად არის ჩართული, შეიძლება იტქვას, თხემით ტერფამდე, მე ვფიქრობ, ეს ადამიანები დასამალები არ არიან. ისინი ღირსნი არიან, საზოგადოებამ იცოდეს. არ ვაკონკრეტებ, ზოგადად, გულრწრფელები უნდა ვიყოთ ჩვენი ამომრჩევლების წინაშე. რა არის აქ დასამალი?მე უ ეკა მიშველაძე მხარს მიჭერს და ჩემს საარჩევნო კამმპანიაში 24 საათის განმავლობაში მუშაობს და მეტიც, აქვს დიდი გავლენა ჩემზე, აქვს დიდი გავლენა ამ პროცესზე, მე რატომ უნდა დაგმალოთ? მე გვარების დასახლეებისგან თავს ვიკავებ და შევიკავებ. მოვა ამ ყველაფრის დროს, - ამბობს მელია.