რატომ გაიწვია საქართველოდან ელჩი უკრაინამ - ზურაბიშვილი "ოცნების" რიტორიკას იმეორებს
რატომ გაიწვია საქართველოდან ელჩი უკრაინამ - სალომე ზურაბიშვილის მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინის მმართველ ელიტაში მყოფმა ქართველებმა მიაღებინეს. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა BBC-თან ინტევიუში გააკეთა.
მე პრეზიდენტ ზელენსკისთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ვფიქრობ, რომ ის საერთაშორისო დიპლომატიურ ურთიერთობებში ზოგჯერ სხვადასხვა ქვეყნებზე და არა მარტო საქართველოზე ნაწყენი ყოფილა. ჩვენ უკრაინასთან ცალკე საკითხი გვაქვს, რომ უკრაინის მმართველოაში, წამყვან ელიტაში რამდენიმე ქართველი გვყავს, რომლებიც ცოტა ქართულ პოლიტიკას უფრო თამაშობენ, ვიდრე უკრაინულს, - თქვა პრეზიდენტმა.