რუსეთმა საქართველო არამეგობარი ქვეყნების სიაში შეიყვანა
რუსეთისთვის არამეგობარი ქვეყნების სია ამ წუთებშიც ფორმირდება - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ. მისი განმარტებით, ეს სია დაზუსტდება, როცა მინისტრთა კაბინეტის ოფიციალური განკარგულება გამოიცემა. არასასურველი სიის დაზუსტებაში რუსეთის სხვადასხვა უწყებები არიან ჩართული.
ამ ეტაპზე რუსეთისთვის არასასურველი ქვეყნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება ამერიკა, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, საქართველო, უკრაინა, პოლონეთი, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი.
დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესება ამერიკის არამეგობრულმა ქმედებებმა განაპირობა. თუმცა, რუსეთის პოლიტიკა კვლავ არ იცვლება, ის მშვიდობის მოყვარულია. რუსეთისთვის არასასურველ ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიქირავოს რუსეთის მოქალაქე დიპლომატიურ წარმომადგენლობებეში, ამ ქვეყნების სია ამ წუთებშიც ფორმირდება - განაცხადა ტელეარხ Россия 1-ის ეთერში მარია ზახაროვამ.
ზახაროვამ ისიც განაცხადა, რომ რუსეთი არამეგობრული ქვეყნების ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებს და არასასურველი ქვეყნების სიის შედგენა ამ პასუხის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
რუსეთის პრეზიდენტმა 23 აპრილს ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთისთვის არასასურველ ქვეყნებზე ზემოქმედების საშუალების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს უცხოურ დიპლომატიურ უწყებებთან რუსეთის მოქალაქეების საქმიან ურთიერთობის შეწყვეტას.
კრემლის პრეს-სპიკერი, დიმიტრი პესკოვი, განმარტავს, რომ პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ბიზნესის სფეროს არ შეეხება.
Читайте также
Подробнее: https://www.m24.ru/news/politika/25042021/162712?utm_source=CopyBuf