"ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი" - დისკუსია ევროპარლამენტში
ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი - ევროპარლამენტში ამ თემაზე მომავალ კვირას საჯარო დისკუსია გაიმართება.
ღონისძიებას ევროპარლამენტარი, ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის წევრი, ანა ფოტიგა უმასპინძლებს.
მისი თქმით, უნდა მოხდეს იმ პოლიტიკოსების მხილება, ვინც საქართველოს რუსული გავლენების ქვეშ დატოვებას ცდილობს, საუბარია საქართველოში პრორუსი ოლიგარქის გავლენებზე.
საქართველო ეკუთვნის დასავლურ ერთობას.
ქსელი, რომელიც ცდილობს ქვეყანა შეინარჩუნოს რუსკი მირის გავლენის ქვეშ, უნდა გამოაშკარავდეს და ჩვენ სწორად უნდა მივუდგეთ ამ პრობლემას და დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს მომავალი ტრანსატლანტიკურ ოჯახშია". - წერს ტვიტერზე ანა ფოტიგა.