კობახიძეს პირველ კურსზე ასწავლეს, რომ სხვა ქვეყნის კანონის კოპირება არ შეიძლება - პაატა მანჯგალაძე

22.11.22 11:52
კობახიძეს პირველ კურსზე ასწავლეს, რომ სხვა ქვეყნის კანონის კოპირება არ შეიძლება  - პაატა მანჯგალაძე

 ,,ქართული ოცნება" არ აპირებს იმ რეკომენდაციების შესრულებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროკავშირმა დაუწესა. დასავლელი პარტნიორების არაერთი ოფიციალური მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება დეოლიგაქიზაციის  კანონს ისე მიღებას აპირებს, პროექტი ვენეციის კომიისიას განსახილველად  არ გადაუგზავნოს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ დეოლიგარქიზაციის კანონს ვენეციის კომისია სამართლებრივ ნონსენსად მიიჩნევს და აუცილებლად დაბლოკავს იმ კანონს, რომელიც უკრაინული სინამდვილიდანაა კოპირებული. 

 პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ ოლიგარქიზაციის პრობლემა უკრაინასა და საქართველოში იდენტური არ არის. ,,სტრატეგია აღმაშენებლის"  ერთ-ერთი ლიდერი მმართველ პარტიას მოუწოდებს, ისეთი კანონი მიიღოს, რომელიც ადგილობრივ თავისებურებებს გაითვალისწინებს. 

პირველ კურსზე ასწავლეს ირაკლი კობახიძეს, რომ არ შეიძლება კანონის კოპირება ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინების გარეშე, ბევრი ფაქტორი შედის აქ, ერთსა და იმავე კანონს შესაძლოა, სხვადასხვა ეფექტი ჰქონდეს სხვადასხვა ქვეყანაში.

ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე, როცა ხდება კოპირება უკრაინული კანონის. აქ არ ვითვალისწინებთ მთავარს: უკრაინაში ზელენსკის ამოცანა იყო, დაეცვა ოლიგარქების გავლენისგან ხელისუფლება, მაგრამ როცა საქართველოში ოლიგარქია ხელისუფლების სათავეშია, იგივე კანონი იგივე მიზნებს ვერ შეასრულებს - ამბობს ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი. 

მმართველი გუნდი  არც ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ალეტრანტიული კანონის განხილვას აპირებს. ,,ოცნების" კანონპროექტი  კი, რომელიც ივანიშვილს არ შეეხება, პარლამენტმა უკვე მეორე მოსმენით დაამტკიცა.

მსგავსი სიახლეები