"მერაბიშვილი მე ბევრჯერ მყავს ნანახი... თანამდებობას გამოკიდებული არ ვარ" - ბოტკოველი მელიას ბრალდებებზე

22.11.22 11:30
"მერაბიშვილი მე ბევრჯერ მყავს ნანახი... თანამდებობას გამოკიდებული არ ვარ" - ბოტკოველი მელიას ბრალდებებზე

ნიკა მელიას ბრალდებებს ლევან ხაბეიშვილის მომხრეებმა უპასუხეს - ენმ-ს წევრი გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ არ იცის, ვინ ვის უმაგრებს ზურგს, თუმცა არ მალავს, რომ კეზერაშვილთან და მერაბიშვილთან დღემდე კარგი ურთიერთობა აქვს.

ამასთან, ბოტკოველი მელიას მუქარასაც ეხმიანება, რომელმაც გამარჯვების შემთხვევაში კონკრეტულ პირებს თანამდებობებიდან გადაყენებას დაპირდა. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ რეგიონალური მდივნის თანამდებობას არასდროს გამოეკიდება. 

მერაბიშვილიც, კეზერაშვილიც და ძალიან ბევრი ადამიანი, არიან ამ პარტიის დამფუძნებლები და 2001 წელს ერთად შექმნა ამ ხალხმა პარტია მიხეილ სააკაშვილთან ერთად. არ ვიცი ვინ ვის უმაგრებს ზურგს. მერაბიშვილი მე ბევრჯერ მყავს ნანახი, იმ ადამიანთან მე მაქვს ურთიერთობა და „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან ბევრ წევს აქვს ურთიერთობა, იმიტომ, რომ მაგ ადამიანთან ერთად გვიბრძოლია, რეფორმები გაგვიტარებია და არ ვიცი, მან თვითონ უნდა თქვას, რას ფიქრობს. მე ჩემი პოზიცია, ჩემი აზრი არასდროს დამიმალია და თუნდაც ის, რომ გამარჯვების შემდეგ გამათავისუფლებს დაკავებული თანამდებობიდან, არანაირად არ ვარ დამოკიდებული რეგიონალური მდივნის თანამდებობაზე, - თქვა ბოტკოველმა. 

მსგავსი სიახლეები