პრეზიდენტი შეწყალების ზღვარზე - ადვოკატები ზურაბიშვილს სააკაშვილის სამედიცინო დასკვნას პირადად გააცნობენ
გახდება თუ ექპერტიზის დასკვნა შეწყალების მიზეზი? - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე, საქართველოს პრეზიდენტთან, ათონელის რეზიდენციაში მისვლას გეგმავს.
ადვოკატი აპირებს, სალომე ზურაბიშვილს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული სამედიცინო დასკვნა პირადად გადასცეს.
ზურაბიშვილი არ იქნება ერთადერთო, ვისაც დაცვის მხარე სასამართლო სამედიცინო დასკვნას მიაწვდის - საერთაშორისო პარტნიორებს, ქვეყანაში აკრედიტირებულ დიპლომატებს "ემპათიას" მიერ მომზადებული დასკვნა გადაეგზავნებათ. დოკუმენტს ხელს 16 კვალიფიციური ექიმი აწერს:
ოთხშაბათს ცამოდის ქალბატონი მარიამ ჯიშკარიანი, ტექნიკური საკითხებია დარჩენილი, დაამთავრებს ამ პროცედურას და ჩვენ შეგვეძლება მივმართოთ სასამართლოს. ადვოკატებს რამდენიმე დღე დაგვჭირდება. თქვენც ხედავთ, რომ უკვე იუსტიციის მინისტრიც აცხადებს, რომ გადავცეთ დოკუმენტები. ეს დასკვნები მათ უნდა დაეგზავნოთ, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას, საელჩოებს, ევროპარლამენტს. დასკვნას რა ტქმა უნდა, საქართველოს პრეზიდენტსაც გავუგზავნით. არ გამოვრიცხავ, რომ სალომე ზურაბიშვილს პირადად შევხვდე და მასალები პირადად გადავცე"- თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.