,,მიხეილ სააკაშვილისთვის წამზომი ჩართულია" - ექიმები აქციებს აანონსებენ

22.11.22 11:26
,,მიხეილ სააკაშვილისთვის წამზომი ჩართულია" - ექიმები აქციებს აანონსებენ

,,მიხეილ სააკაშვილისთვის წამზომი ჩართულია" - ექიმები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკიდურესად მძიმედ აფასებენ და საკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნას ითხოვენ. 

მმართველი პარტიის უმოქმედობის შემთხვევაში თეთრხალათიანები პარლამენტთან შეკრებას, კარვების გაშლას და შიმშილობას  არ გამორიცხავენ. 

როგორც ექიმი 35 წლიანი სტაჟით, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და ყოველ წუთს შეიძლება, ფატალური შედეგი დადგეს. შეიძლება, მის ორგანიზმში დაწყებულია შეუქცევადი პროცესები. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ წამს, ჩვენ რომ ვლაპარაკობთ, ამ წუთასაც კი, შეიძლება, მოხდეს ისეთი გამწვავება, რომელიც მისთვის ფატალური გახდება. 

მიხეილ სააკაშვილისთვის წამზომი ჩართულია. ჩვენ ამ მოძრაობას გავშლით რაიონებში - უამრავი მსურველია რაიონებში მედპერსონალიდან, რომ მიიღოს მონაწილეობა. შეიძლება, კარვები გავშალოთ თბილისში და ექიმებმა შიმშილობა დაიწყონ. სხვა იარაღი არ გაგვაჩნია'' - ამბობს ექიმი,  ლევან ფერაძე. 

შეგახსენებთ, რომ ამერიკელ ექსპერტებს ყოფილი პრეზიდენტის მდგომაროების შესახებ ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგები, დღეს 22 ნოემბერს უნდა გაესაჯაროებინათ, თუმცა მათ დამატებით რამდენი ანალიზის პასუხი მოითხოვეს. დოკუმენტები შტატების მხარეს უკვე მიაწოდეს, ხოლო პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. 

მსგავსი სიახლეები