უნდა მომეცეს საშუალება, თავისუფლად ჩამოვიდე ჩემს ქვეყანაში - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

27.04.21 15:57
უნდა მომეცეს საშუალება, თავისუფლად  ჩამოვიდე ჩემს ქვეყანაში - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

საქართველოს მესამე  პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების იმ დეპუტატებს მიმართავს, რომლებიც დღეს ბოიკოტის შემდეგ  პარლამენტში დაბრუნდნენ. მიხეილ სააკაშვილი კრიზისის გადაჭრის სამ პირობას ასახელებს, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში ქვეყანაში ვითარების ნორმალიზაცია მოხდება. სააკაშვილი პირველ პირობად ნიკა მელიას უპირობო გათავისუფლებას ასახელებს. 

პარლამენტში რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების და ინდივიდუალური დეპუტატების შესვლა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ჯერ კრიზისი არ არის გადალახული ბევრ რამეზე დაფიქრების საფუძველს იძლევა. პირველ რიგში, იმისათვის, რომ მოხდეს მართლაც განმუხტვა პოლიტიკური კრიზისის, რაც მოგვცემს შესაძლებლობას გადავლახოთ უმძიმესი სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისი. საჭიროა სრული ნორმალიზაცია პოლიტიკური ურთიერთობების. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნიკა მელია ენმ-ს თავმჯდომარე დაუყოვნებლიც იქნას გათავისუფლებული ყოველგვარი დამამცირებელი პირობების გარეშე იმ მოთხოვნებით, რომელიც მან წამოაყენა და რომელიც არის კანონიერი და ბოლომდე დასაბუთებული, - აცხადებს სააკაშვილი.


საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეორე პირობა პოლიტიკური დევნის შეწყვეტაა. 

მეორე, უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა უამრავი ადამიანის. მაგალითად, ნამახვანის აქციაზე დაკავებული აჭარელი და სხვა აქტისტისტებს, იგივე, გიორგი მუმლაძის, - ამბობს მესამე პრეზიდენტი. 

მესამე პირობა, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი საუბრობს, მის საქართველოში დაბრუნების უფლებას ეხება. მისი თქმით, უნდა მიეცეს საშუალება საკუთარი ქვეყანაში ჩამოსვლის, რათა ქართველის ხალხის გვერდზე დგომა და მათი მხარდაჭერა შეძლოს. 

და მესამე - მე უნდა მომეცეს საშუალება თავისუფლად ჩამოვიდე, ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში და მქონდეს ურთიერთობა ჩვენს მხარდამჭერებთან, ჩვენს ამომრჩევლებთან და ქართულ საზოგადოებათან. მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა იყოს, მე ყველა შემთხვევაში ჩამოვალ საქართველოში და ყველა შემთხვევაში დავუდგები ქართველ ხალხს გვერდზე, იმიტმ, რომ ეს უმძიმესი კრიზისი, როდესაც ყველა აქვს თვალი გაქცევაზე, როდესაც ყოველ დღიურად უარესდება ეკონომიკუირ მაჩვენებლები, სიღარიბემ ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა, არის მოუთმენელი, მიუღებელი და ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ!, - აცხადებს სააკაშვილი. 
 

მსგავსი სიახლეები