დგანან თუ არა ენმ-ში მიმდინარე პროცესების უკან კეზერაშვილი და მერაბიშვილი - რას ამბობს ხაბეიშვილის ფლანგი

22.11.22 13:29
დგანან თუ არა ენმ-ში მიმდინარე პროცესების უკან კეზერაშვილი და მერაბიშვილი - რას ამბობს ხაბეიშვილის ფლანგი

დგანან თუ არა "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესების უკან  დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი -  ე.წ. ამბოხებულების ნაწილი ნიკა მელიას სიცრუეში ადანაშაულებს. საარჩევნო კამპანიაში კეზერაშვილის და მერაბიშვილის მონაწილოებას ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერების ფლანგი კატეგორიულად უარყოფს. მათი თქმით,  ისინი პოლიტიკაში არ ერევიან და არც აღნიშნულ პროცესში მონაწილეობენ.

ბნელ ოთახში გაურკვეველი საგნების ძებნას და გვარების მოძიებას ერთი მხრიდან, მეორე მხრიდან, იქნება ეს კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ახალაია თუ კიდევ სხვა გვარები, არის გაუმართლებელი. ეს ადამიანები არიან „ერთიანი ანციონალური“ მოძრაობის ნაწილი, ისტორია იყვნენ თავის დროზე, შეასრულეს მათ თავისი მისიას, ბევრმა კარგად, ბევრმა ვერ შეძლო, ბევრთან დაკავსირებით პრობლემები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ეს არის ჩვენი ისტორია და არცერთ ადამიანზე, ლიდერზე ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“ უარს ვერ იტყვის. ეს ადამიანები ახალ პოლიტიკაში მონაწილეობას არ ღებულობენ, თავმჯდომარეობის კანდიდატად კენჭს არ იყრიან, შესაბამისად, ახლა ახალი კანდიდატებისთვის იარლიყების მიკრობა, მათ ზურგს უკან ვიღაცის დანაცვა, გაუმართლებელია, - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები