ვიწყებთ საერთაშორისო არენაზე მთავრობის წევრთა და მოსამართლეთა დასანქცირებაზე მუშაობას - ნათელაშვილი

22.11.22 13:10
ვიწყებთ საერთაშორისო არენაზე მთავრობის წევრთა და მოსამართლეთა დასანქცირებაზე მუშაობას - ნათელაშვილი

"ლეიბორისტულ პარტიაში"  სამუშაო ჯგუფი იქმნება, რომელიც საქართველოს მთავრობის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა, ასევე მოსამართლეთა საერთასორისო სანქცირების საკითხზე მუშაობას დაიწყებს. 

ქართველი ხალი მოუთმენლად ელოდება ოლიგარქ ივანიშვილის საერთაშორისო სანქცირების პროცესის დასრულებას მისი სრული ბლოკირებისთვის, მაგრამ რჩება ივანიშვილისგან შექმნილი კრემლის მეხუთე კოლონა, სახელმწიფო აპარატის სახით, რომლის ნეიტრალიზაცია ასევე გარდაუვალი ამოცანაა, რადგან მათ დავალებული აქვთ საქართველოს ამოგდება ცივილიზაციური განვითარებიდან, მისი დაბრუნება მოსკოვის ორბიტაზე, რუსეთის სამხედრო ორგანიზაციაში გაწევრიანება, ასევე გაერთიანება რუსეთის სავალუტო კავშირში და ცხინვალ-აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. 

ეს დავალება მათ მიღებული აქვთ მოსკოვისგან. ამაზე იდეოლოგიური მუშაობა მიდის აქტიური ტემპებით. შეგიძლიათ, ჩართოთ ივანიშვილისგან მართული ტელევიზიები და მოისმენთ ყველაფერს, რაზეც მე ვსაუბრობ. 

ამიტომაც ,,ლეიბორისტულ პარტიაში" იქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი და ვიწყებთ საერთაშორისო არენაზე საპარლამენტო უმრავლესობის, მთავრობის წევრთა  და 340 მოსამართლეთა და პლიუს საკონსტიტუცი სასამართლოს მოსამართლეთა საერთასორისო სანქცირებაზე მუშაობას. დასანქცირება გულისხმობს იმას, რომ მათ გაეყინებათ შიდა და საერთაშორისო ანგარიშები, ჩამოერთმევათ ქონება, რომელიც მათ შეიძინეს უცხოეთში.

ამავდროულად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სანქცირების პროცესი არ შეეხოს საქართველოს და ისედავ რეჟიმისგან გამწარებული ადამიანებს არ მოკლდეთ არც ერთი ცენტი იმ დახმარებებიდან, რომელსაც ჩვენ უხვად ვიღებთ ივანიშვილის მიერ დაგმობილი ცენტრებიდან და სახელმწიფოებიდან - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

მსგავსი სიახლეები