საქართველოში სასამართლო სისტემა უნდა იყოს გამჭვირვალე - ნიდერლანდების ელჩის მოადგილე

22.11.22 13:20
საქართველოში სასამართლო სისტემა უნდა იყოს გამჭვირვალე - ნიდერლანდების ელჩის მოადგილე

სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის N16 ანგარიშის პრეზენტაციაზე ნიდერლანდების ელჩის მოადგილემ 12 რეკომენდაციაზე ისაუბრა და თქვა, რომ 12 დათქმის შესრულებისთის სასამართლო რეფორმა უმნიშვნელოვანესია.

ლუს ლამერტსი ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა უნდა იყოს გამჭვირვალე მასში უნდა გატარდეს ძირეული რეფორმები. 

ევროკავშირის 12 რეკომენდაციაში ერთ-ერთი სწორედ კანონის უზენაესობას ეხება. ეს რეკომენდაცია რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. ერთ-ერთი სასამართლოს დამოუკიდებლობა. ჩვენთვის, ნიდერლანდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად ეს კომპონენტი, რომ სასამართლო სისტემა იყოს გამჭვირვალე და მართლმსაჯულება იყოს დამოუკიდებელი". - განაცხადა ელჩის მოადგილემ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის N16 ანგარიშის პრეზენტაცია დღეს გამართა.

კვლევა 2021 წლის მარტიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდში სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის დროს გამოვლენილ ძირითად მიგნებებს ასახავს.
 

მსგავსი სიახლეები