ბიძინა ივანიშვილს მოუწევს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა - ნიკა მელია
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს მაინც მოუწევს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა.
ნიკა მელია ამბობს, რომ თუ ეს არ მოხდება, მაშინ გამოდის, რომ მესამე პრეზიდენტს სიკვდილით დასჯას უსჯიან.
ოპოზიციონერი ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ თუ სასამართლო მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე უარს იტყვის, ეს ნიშნავს, რომ ის არ იზიარებს მთელი მსოფლიოს საუკეთესო ექიმების დასკვნებს.
,,საერთაშორისო დონეზე თუკი თვეების წინ არ იყო იმდენად მკაფიო დამოკიდებულება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ხელისუფლება ახერხებდა, რომ რეალობა გადაექცია და დაკონვერტირებულიყო სპეკულაციებში, ეს ბევრ ჩვენ საერთაშორისო კოლეგას აბნევდა. დღეს ეს სურათი არის ძალიან ცხადი და მკაფიო ყველა ამერიკელი და ევროპელი პარტნიორისთვის, რომლებიც საუბრობენ ერთადერთ გამოსავალზე, გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ, რისი გაკეთებაც ბიძინა ივანიშვილს მოუწევს. სხვაგვარად ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს უსჯიან სიკვდილით დასჯას. მოსამართლემ რომელმაც უნდა თქვას უარი მის გადაყვანაზე ნიშნავს, რომ არ იზიარებს მთელი მსოფლიოს საუკეთესო ექიმების დასკვნებს.“ - ამბობს ნიკა მელია.