ოპოზიცია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს ვენეციის კომისიაში აგზავნის - რას იზამს "ოცნება"
დეოლიგარქიზაციის კანონი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება, თუმცა ამას ოპოზიცია გააკეთებს. "ნაციონალური მოძრაობა" ალტერნატიული კანოპროექტის გადაგზავნას კომისიაში უახლოეს დღეებში გეგმავს.
ევროკავშირის წარმომადგენლობამ უკვე მეორედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი გადააგზავნოს ვენეციის კომისიაში სამართლებრივი შეფასებისთვის. „ქართული ოცნება“ კვლავ უგულებელყოფს ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული კანონპროექტი გადაიგზავნის ვენეციის კომისიაში და გვქონდეს შესძლებლობა ორივე დასკვნის შეფასების შემთხვევაში მივიღოთ ერთიანი კანონპროექტი. სხვა შემთხვევაში „ქართული ოცნება“ კვლავ ვერ შეასრულებს 12 პუნქტიანი გეგმის ამ მნიშვნელოვან ნაწილს, - ამბობს ენმ-ს წევრი ლევან ბეჟაშვილი.
გადაწყვეტილება შესაძლოა, შეცვალოს "ქართულმა ოცნებამაც". ევროკავშირის კიდევ ერთი მოწოდების შემდეგ დეპუტატებმატონი შეცვალეს და არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, კანონის საკუთარი ვერსია კომისიაში მათაც გააგზავნონ.
ირკვევა ისიც, რომ ვენეციის კომისია უკრაინის კანონპროექტს დეოლიგარქიზაციის შესახებ არარ შეფასებს, ამიტომ "ქართულ ოცნებას" საკუთარი კანონპროექტის გადაგზავნაზე უარის სათქმელად არგუმენტი არარ დარჩა.
ამის მიუხედავად, მმართველი გუნდი ისევ ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის.