საქართველო ნამდვილად არ იმსახურებდა უკრაინის ელჩის გაწვევას - კალაძე

22.11.22 15:15
საქართველო ნამდვილად არ იმსახურებდა უკრაინის ელჩის გაწვევას - კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ზელენსკის გადაწყვეტილება საქართველოდან უკრაინელი ელჩის გაწვევის თაობაზე გულდასაწყვეტი ნაბიჯი იყო და რომ საქართველო ამას არ იმსახურებდა.

„ფაქტი, რაც მოხდა, იყო ძალიან გულდასაწყვეტი, იმიტომ, რომ საქართველო ნამდვილად არ იმსახურებდა უკრაინის ელჩის გაწვევა რომ მომხდარიყო. თუმცა, დარწმუნებული ვარ ყველაფერი დალაგდება, ყველაფერი ჩადგება კალაპოტში“. - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა "ოცნების" ნარატივი გაიმეორა და „ბი-ბი-სი“-ს ეთერში თქვა, რომ საქართველოდან ელჩი ზელენსკიმ უკარინის მმართველ ელიტაში მყოფი ქართველების კარნახით გაიწვია.

 

მსგავსი სიახლეები