ზურაბიშვილი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებს და ჰგონია, რომ ზელენსკიც ასეა - ვაშაძე

22.11.22 15:22
ზურაბიშვილი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებს და ჰგონია, რომ ზელენსკიც ასეა - ვაშაძე

სალომე ზურაბიშვილი ერთი-ერთში იმეორებს „ოცნების“ ნარატივს - ასე ეხმაურება ოპოზიცია პრეზიდენტის განცხადებას საქართველოდან უკრაინელი დილომატების დემარშის შესახებ.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, თავად პრეზიდენტი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებს და მას ჰქონია, რომ უკრაინის პრეზიდენტიც ანალოგიურ სიტუაციაშია და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებსი მიღება არ შეუძლია. 

„ალბათ, საკუთარი თვალთახედვიდან ზომავს ყველაფერს ქალბატონი ზურაბიშვილი. ის, როგორც ჩანს, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს ვერ იღებს და ჰგონია, რომ ზელენსკიც, მის მსგავსად, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. მან თავის თავს მიაყენა შეურაცხყოფა, ანუ, გვითხრა, რომ მეც ვერ ვიღებ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებსო, ასე გამოდის“. - ამბობს ვაშაძე. 

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა „ბი-ბი-სი“-ს ეთერში თქვა, რომ საქართველოდან ელჩი ზელენსკიმ უკარინის მმართველ ელიტაში მყოფი ქართველების კარნახით გაიწვია.

მსგავსი სიახლეები